ნავთობი-ნავთობის საბადოები განლაგებულია საქართველოს ბელტის ფარგლებში. მის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს გურიისა და ცენტრალური კოლხეთის, აღმოსავლეთ ნაწილში - თბილისისა და გარეკახეთის ნავთობიანი რაიონები. გურიისა და ცენტრალური კოლხეთის რაიონებში ნავთობის მარაგი ლოკალი ზებულია სარმატულ ქვიშაქვებსა და ქვიშებში, თბილისის რაიონში - შუაეოცენურ, ქვედა- და შუამიოცენურ და სარმატულ ქვიშაქვებში; გარეკახეთში - ზედასარმატულ ქვიშებში, ქვიშაქვებსა და კონგლომერატებში, აგრეთვე მათ ზემოთ მდებარე პლიოცენური ასაკის შირაქისა და წითელი წყაროს წყებებში.
სულ გამოვლინებულია 8 მცირედებიტიანი (საექსპლუატაციოდ გადაცემულია 6: მირზაანის ნავთობის საბადო, პატარა შირაქის, ნორიოს, სუფსის, აღმოსავლეთ ჭალადიდის, საცხენისის) და 2 მაღალდებიტიანი საბადო (თელეთის და სამგორ-პატარძეულის ნავთობის საბადო), რომელთა წილად მოდის საქართველოს ნავთობის საძიებელი მარაგის 65%. საექსპლუატაციოდ გადაცემული სამგორ-პატარძეულის საბადო იძლევასაქართველოში მოპოვებული ნავთობის 99%-ს. ნავთობის ხარისხი მაღალია (მსუბუქია და გოგირდის მცირე რაოდენობას შეიცავს). საბადოდან ნავთობს აწვდიან ბათუმის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას.
ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ ნავთობიან რაიონებში პერსპექტიულია პალეოგენური და მეზოზოური ტერიგენული ნალექები, რომლებიც განლაგებულია მნიშვნელოვან სიღრმეზე, ნეოგენური ნალექების ქვეშ, და დღემდე არასაკმარისად არის შესწავლილი. (ქსე. 1991 წ.)საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობიანობის რეალური პერსპექტივები ჯერჯერობით იფარგლება კავკასაიონსა და და მცირე კავკასიონს შორის მდებარე დეპრესიით.

ნახშირი-ქვანახშირისა და მურა ნახშირის საბადოები დაკავშირებულია იურულ (ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადო, მაგანისა და ბზიფის საბადოები) და პალეოგენურ (ახალციხის მურა ნახშირის საბადო) ნალექებთან. აღნიშნული საბადოებიდან სამრეწველო მნიშვნელობა აქვს ტყიბულ-შაორის, ტყვარჩელის და ახალციხის საბადოებს. ტყიბულ-შაორის საბადო დიდ საბადოთა რიცხვს მიეკუთვნება. ქვანახშირის მარაგი 1979 წლის 1 იანვრისათვის 307,4 მლნ ტონას შეადგენდა. მისი ქვანახშირი მაღალაირიან ნახშირებს მიეკუთვნება, თბოუნარიანობა 7680 კკალ/კგ-ია. დამოუკიდებლად არ იკოქსება, მაგრამ ტყვარჩელის ქვანახშირთან ერთად იძლევა მეტალურგიულ კოქსს. ტყვარჩელის საბადოს მარაგი შედარებით მცირეა (1979 წლის 1 იანვრისათვის 28,1 მლნ ტონა); ქვანახშირი ცხიმისებრი და საკოქსე მარკებისაა, თბოუნარიანობა 7860 კკალ/კგ-ია. ახალციხის მურა ნახშირის საბადოს შედარებით მნიშვნელოვანი მარაგი აქვს (1979 წლის 1 იანვრისათვის 71,5 მლნ ტონა), მაგრამ ნახშირის დაბალი ხარისხისა და და საბადოს ექსპლუატაციის რთული სამთო-ტექნიკური პირობების გამო ნახშირის მოპოვება მცირე მასშტაბით წარმოებს.
ტორფი-ტორფის საბადოები განლაგებულია შავი ზღვის სანაპირო ზოლში. მოპოვება წარმოებს ღია სამუშაოებით, მცირე მასშტაბით. ტორფს იყენებენ სასუქების წარმოებაში, არის მისი უფრო ფართოდ გამოყენების პერსპექტივები.
რკინა-საქართველოს ტერიტორიაზე ძველთაგანვე არის ცნობილი რკინის საბადოები და გამოვლინებანი. ბოლნისის რაიონში არის ჰემატიტური მადნის საბადოების ჯგუფი (ე. წ. ფოლადაურის ჯგუფი), რომელიც განლაგებულია ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენურ წყებაში. ეს საბადოები ნაწილობრივ გადამუშავებულია წარსულში. აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემაში მდებარეობს ძამის სკარნული ტიპის მაგნეტიტის საბადო, რომელიც დაკავშირებულია გაბრო-დიორიტის პალეოგენური ასაკის ინტრუზივთან. შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროს მიუყვება მაგნეტიტური ქვიშების ზოლი, რომელიც რკინის განსაკუთრებით დიდ რაოდენობას შეიცავს სოფელ სუფსის მიდამოებში.
მანგანუმი-დასავლეთ საქართველოში ძირულის მასივის პერიფერიაზე მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი ჭიათურის მანგანუმის საბადო. მანგანუმის ფენა განლაგებულია ოლიგოცენური ასაკის ნალექების ქვემო ნაწილში. 1979 წლის 1 იანვრისათვის საბადოს მარაგი 239,4 მლნ ტონას შეადგენდა, მაღალი შემცველობით მაღალხარისხოვანი ჟანგეული მადნებისა - 84,5 მლნ ტონა (35,7%), კარბონატულისა - 112,1 მლნ ტონა (46,8%) და დაჟანგულისა - 41,9 მლნ ტონა (17,5%). მანგანუმის საშუალო შემცველობაა: ჟანგეულ მადნებში - 25,2%მ კარბონატულში - 17,4%, დაჟანგულში - 20,4%. მანგანუმის კონცენტრატის ძირითადი მიმხმარებელია სსრკ-ის სამხრეთ რაიონებში განლაგებული მეტალურგიული ქარხნები, ნაწილი საექსპორტოდაც გააქვთ. აქტუალურ ტექნოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს კარბონატული მადნების გამოყენება, დღემდე მათი უმნიშვნელო რაოდენობით იყენებენ. საქართველოს მანგანუმის სხვა საბადოთაგან აღსანიშნავია ყვირილის დეპრესიაში მდებარე საბადო, აგრეთვე შქმერის საბადო.
სპილენძი-საქართველოს სპილენძის საბადოები 3 ფორმაციას მიეკუთვნება: სპილენძ-თუთია-კოლჩედანურს, სპილენძ-პირონიტულს და ძარღვულ სპილენძ-პოლიმეტალურს. პირველი გენეტურად და გავრცელებით დაკავშირებულია ართვინ-ბოლნისის ბელტის ზედაცარცული ასაკის ვულკანოგენურ წყებასთან; მეორე - კავკასიონის სამხრეთი ფერდის ქვედაიურული ასაკის ფიქლების წყებასთან; მესამე გვხვდება აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემაში და დაკავშირებულია ზედაეოცენური ასაკის სიენიტ-დიორიტულ ინტრუზივებთან. აღნიშნულთაგან უმნიშვნელოვანესია მადნეულის სპილენძ-ტყვია-თუთიის საბადო, რომლის ბაზაზე მუშაობს მადნეულის სამთამადნო კომბინატი. ბოლნისის რაიონში არის ამ ტიპის შედარებით მცირე საბადოებიც - წითერსოფლის, ქვემო ბოლნისის, თამარისის, დავითგარეჯის და სხვ. კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემაში რეგიონული სარტყლის გასწვრივ ცნობილია სპილენძ-პირონიტული მადნების მრავალრიცხოვანი გამოვლინება. ზოგიერთი მათგანი პერსპექტიულად შეიძლება ჩაითვალოს. მიმდინარეობს ინტენსიური შესწავლა აფხაზეთსა და კახეთში. ძარღვული სპილენძ-პოლიმეტალური საბადოები უმთავრესად კონცენტრირებულია აჭარის მადნეულ რაიონში. გამოვლინებული მარაგის სიმცირის გამო მათი დამუშავება მიზანშეწონილი არ არის.
ტყვია და თუთია- ტყვია-თუთიის მადნების გამოვლინება ცნობილია საქართველოს ყველა გეოტექტონიკურ ზონაში. სამრეწველო მნიშვნელობა მხოლოდ კვაისის ტყვია-თუთიის საბადოს აქვს. საბადოს მახლობლად გამოვლინებულია ორი მადნიანი სხეული, რომელიც მადნის მოპოვების შემდგომი გადიდების საშუალებას იძლევა. ბოლნისის მადნეულ რაიონში ტყვია-თუთიის სამრეწველო გამადნება დაკავშირებულია სპილენძის გამადნებასთან (იხ. მადნეულის სპილენძ-ტყვია-თუთიის საბადო).
მიწისქვეშა წყლები-საქართველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს. მათ რესურსებზე საგრძნობლად არის დამოკიდებული რესპუბლიკის მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, აგრთვე დასახლებული პუნქტების წყალმომარაგება. მინერალური წყლების ბაზაზე მუშაობენ ჩამოსასხმელი ქარხნები, ფუნქციონირებენ მრავალრიცხოვანი კურორტები. საქართველოს წიაღი მდიდარია თერმული წყლებით, რომლბსაც იყენებენ სასოფლო-სამეურნეო და კომუნალური ობიექტების ცხელი წყლით მოსამარაგებლად, ბალნეოლოგიაში;
საქართველოს რთული გეოლოგიური აგებულება განაპირობებს რესპუბლიკის ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმს. ზოგადად იგი დამოკიდებულია ტერიტორიის გეოტექტონიკურ აგებულებაზე, მაგალითად საქართველოს ბელტზე გავრცელებულია არტეზიული ავზები, ნაოჭა მხარეებში კი - წყალწნევიანი სისტემები. ტერიტორიების ამგები ქანები მრავალფეროვნება განაპირობებს მიწისქვეშა წყლების ქიმიურ მრავალფეროვნებას. გეოლოგიურ-სტრუქტურული და ჰიდროდინამიკური პრინციპების მიხედვით საქართველოს ტერიტორია დაყოფილია 5 ჰიდროგეოლოგიურ ოლქად, რომლებიც ძირითადად თანხვდება გეოტექტონიკურ ერთეულებს. ზოგადი ჰიდროდინამიკური ზონალურობა საქართველოს გეოლოგიურ პირობებში დარღვეულია ინვერსიით - აქტიური ცირკულაციის ქვედა ზონის არსებობით; შესაბამისად დარღვეულია ვერტიკალური ჰიდროდინამიკური ზონალურობაც, რაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს საქართველოს ბელტის დაძირვის დასავლეთ ზონაში, სადაც ზედაცარცული ასაკის ქანების მეთანიან ქლორიდულ მინერალურ წყლებს ქვეშ, ქვედაცარცული ასაკის ქანებში, ცირკულირებენ აზოტიანი მტკნარი თერმული წყლები. ზოგადი სქემა ირღვევა წყალწნევიან სისტემებშიც, სადაც დიდი წყალგამტარი რღვევების გამო ხდება სხვადასხვა ჰიდროდინამიკური ზონის წყლებისშერევა.
საქართველო მდიდარია მტკნარი მიწისქვეშა წყლების რესურსებით. ისინი არიან ყველა გეოლოგიურ ფორმაციაში და უკავიათ, როგორც წესი, სულ ზედა სტრუქტურული სართული. მტკნარი მიწისქვეშა წყლების ჯამური ბუნებრივი დებიტი შეადგენს 560 მ3/წმ (რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსული ნალექების 20%). მათი განაწილება ძლიერ არათანაბარია. განაწილების ზოგადი კანონზომიერება ასეთია: იზრდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ჰიფსომეტრიული დონის ზრდასთან ერთად. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სტრუქტურულ-ლითოლოგიურ ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს ქანების წყალგამტარიანობაზე. ყველაზე პროდუქტიულია თანამედროვე, მეოთხეული და პლიოცენური ასაკის ალუვიური და დელუვიურ-პროლუვიური წარმონაქმნები, ლავური განფენები და უმეტესი მეოთხეულამდელი ქანების ზედა ნაპრალოვანი ზონა. ღრმად განლაგებული ჰორიზონტები განვითარებულია ზედაიურულ და ქვედა-, ადგილ-ადგილ კი ზედაცარცული ასაკის კირქვებში. მტკნარი წყლის ქვედა საზღვარზე აღინიშნება კავკასიონის სამხრეთ ფერდზე 1000 მ სიღრმეზე, ხოლო საქართველოს ბელტის ზოგიერთ ნაწილში ჰიდროდინამიკური ინვერსიის გამო იგი 3000 მ აღწევს.
სახალხო მეურნეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფოროვანი ცირკულაციის მტკნარი წყლების არტეზიულ აუზებს, რომლებიც განვითარებულია მეოთხეულ და პლიოცენურ ნალექებში. არტერიულ აუზებს იყენებენ არა მარტო სსმელი წყალმომარაგებისათვის, არამედ ფართო მასშტაბით სარწყავადაც (მაგალითად, ალაზნის ველის ვენახებისათვის). მათ განეკუთვნება ალაზნის, იორ-შირაქის, მარნეულ-გარდაბნის, კოლხეთის და სხვა აუზები.

მინერალური წყლები-დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება საქართველოს მინერალური წყლები. კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემის ფარგლებში მინერალური წყლების გამოსავლები ძირითადად ტექტონიკურ რღვევებთან არის დაკავშირებული. ქიმიურად ისინი შემდეგი ტიპისაა: ნახშირორჟანგიანი კალციუმიანი ჰიდროკარბინატული, კალციუმიანი ჰიდროკარბონატული, კალციუმიანი ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმ-კალციუმიანი ჰიდროკარბონატული, აგრეთვე კალციუმიანი ქლორიდული და ქლორიდულ-სულფატური. ამ რეგიონის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია: ,,ავადჰარა, ,,ბაგიათი, ,,ვაჟას წყარო:, ,,ლუგელა, ,,სქური, ,,უწერა და ,,ყაზბეგი. აგრეთვე ტყვარჩელის და სხვა საბადოთა თერმული წყლები. საქართველოს ბელტზე მინერალურ წყალთა ბუნებრივი გამოსავალი დედამიწის ზედაპირზე მცირე რაოდენობითაა ცნობილი; წყლების დიდი ნაწილი გამოვლენილია ჭაბურღილების საშუალებით. ქიმიური შედგენილობის მხრივ არის: ნატრიუმიანი ქლორიდული, ნატრიუმ-კალციუმიანი სულფატურ-ქლორიდული, ნატრიუმიანი ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული და სხვა. ამ რეგიონის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია მენჯის, ცაიშის და სხვ., განსაკუთრებით კი წყალტუბოს სამკურნალო წყლები. საქართველოს ბელტისა და კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემის შეხების ზოლში აღსანიშნავია ჯავის მინერალური წყლის საბადო (იხ. ,,ძაუ). საქართველოს ბელტის ფარგლებში გამოვლენილია სამკურნალო ტალახის - ახტალის საბადო. საქართველოს მინერალური წყლების რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ფარგლებში. სისტემის ცენტრალური ნაწილისათვის დამახასიათებელია კალციუმ-ნატრიუმიანი (ნატრიუმ-კალციუმიანი) ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიანი ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული წყლები. წყლების ძირითადი აირია ნახშირორჟანგი. ამ რეგიონის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია: ,,ბორჯომი, ,,ნაბეღლავი, ,,საირმე. სისტემის პერიფერიულ ნაწილში გამოვლენილია სულფატური, ქლორიდული, ზოგჯერ შერეული ტიპის, სხვადასხვა აირის შემცველი მინერალური წყლები - ,,ზვარე, თბილისის სამკურნალო წყალი, ნუნისისა და მახინჯაურის სამკურნალო წყლები და სხვ. ართვინ-ბოლნისის ბელტის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია ვარძია-ნაქალაქევის ნახშირორჟანფიანი ნატრიუმიანი ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული და ბოლნისის ნახშირორჟანგიანი მაგნიუმიანი ჰიდროკარბონატულ-სულფატური წყლები. არის ვარძია-ნაქალაქევის საბადოზე და ახალციხის ჭაბურღილებიდან მიღებული ნახშირორჟანგის სამრეწველო გამოყენების რეალური პერსპექტივები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მინერალურ წყლებში, მათ შორის ნავთობიანი რაიონების მინერალურ წყლებში, ზოგიერთი იშვიათი ელემენტის მოპოვებას.
აიი ძალიან დიდი მადლობბა ვინც ეს დაწერა .. პირდაპირ გადამარჩინეთ თქვენ :)
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
ReplyDeleteThis comment has been removed by the author.
Deleteრა ღარიბია საცდავი საქართველო ბუნებრივი რესურსებით, გაძარცვული და გაცლილი სახელმწიფო.
ReplyDelete