Monday, December 10, 2012

კულტურული ტურიზმი


 დღეისათვის მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარი, ანუ 3 მილიარდზე მეტი ადამიანი ქალაქად ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ აქ უფრო მეტად არიან ღარიბები და მიუსაფარნი, მაინც ქალაქი ანდამატივით იზიდავს საცხოვრებლად სულ უფრო მეტ ადამიანს და იგი ითვლება სოციალური ევოლუციის მამოძრავებელ ძალად, ქვეყნის კულტურული თვითმყოფადობისა და კულტურათაშორისი გაცვლების არეალად. საქალაქო რესურსების ოპტიმალურად გამოყენების მიზნით საჭიროა ღრმად იქნას გააზრებული საქალაქო სივრცის დაგეგმვის საკითხები. ქალაქის გამოყენება უნდა მოხდეს შრომითი, ფინანსური და მატერიალური რესურსების სწორი და რაციონალური გამოყენების საფუძველზე.

გაეროს ექსპერტების მიერ გაკეთებული პროგნოზის თანახმად 2015 წლისთვის მსოფლიოში იქნება 360 ქალაქი-მილიონერი (მათ შორის აზიის კონტინენტზე 150), ანუ თითოეულ ქალაქში მილიონზე მეტი ადამიანი იცხოვრებს, მათგან 30 ქალაქში, თითოეულში ცალ-ცალკე მოსახლეობა 10 მილიონს გადააჭარბებს, ასეთი ქალაქების ნახევარი ისევ აზიის კონტინენტზე იარსებებს.
   
იმავე ექსპერტების გამოთვლით უახლოეს 20 წელიწადში აზიასა და აფრიკაში ურბანიზაციის დონე 10%-ით გაიზრდება და მიაღწევს 50%-, რაც შესაბამისად ქალაქებში მცხოვრებთა რიცსვი აზიაში 1 მილიარდს, ხოლო აფრიკაში 440 მილიონ ადამიანს მიაღწევს.
   
ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში მოსახლეობის 75%-ზე მეტი ქალაქში ცხოვრობს, ხოლო ევროპაში ეს მაჩვენებელი 80%-ზე მეტია.
    2030
წლამდე საქალაქო მოსახლეობის მატების ძირითადი ნაწილი ქოხებსა და მიწურებში იცხოვრებს. სადღეისოდ 650 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს სიცოცხლისათვის მავნე გარემოში. ხოლო 2025 წლისთვის ასეთ ადამიანთა რიცხვი გაორმაგდება.
   
იუნესკოს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალაქისთვის დამახასიათებელი ხდება ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები, როგორიცაა ქალაქი, როგორც დემოკრატიის აკვანი და ქალაქი, როგორც მულტიკულტურული მემკვიდრეობის ლაბორატორია.
   
ლისაბონის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი დოქტ. ერნან ლოპესი მიიჩნევს, რომ საქალაქო ტურიზმი არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც მხოლოდ ტურიზმის ერთ-ერთი ფორმა, არამედ იგი განხილულ უნდა იქნას ქალაქის განვითარების კონცეფციის ორგანულ ნაწილად. ამის მაგალითია პორტუგალიის ქალაქი კოიმბრი, სადაც ტურისტებს მისი სილამაზით ტკბობისას ერთდროულად შეუძლიათ გამოიყენონ მისი გარემო თეატრალური ხელოვნების, უნივერსიტეტების ინტელექტუალური მოღვაწეობის და ქალაქის სხვა სიკეთეებთან საზიარებლად, რაც მისი განვითარების გარანტიაა. მსოფლიოში ათასობით ქალაქის შემოსავლების მნიშვნელოვანი წილი საქალაქო ტურიზმზე მოდის.

No comments:

Post a Comment