საქართველო
Wednesday, December 12, 2012
Tuesday, December 11, 2012
Monday, December 10, 2012
შესავალი
მინდა გაგაცნოთ საქართველო მისი ზოგადი ინფორმაციით,ზოგადით,
იმიტომ რომ ჩემს სამშობლოზე ძალიან ბევრი შემიძლია მოგითხროთ: მის ისტორიაზე თუ რამდენი
უბედურება აქვს გავლილი, მაგრამ მაინც ამაყად დგას სხვა ქვეყნების გვერდით, მის ღირსშესანიშნაობებზე თუ რამდენი საინტერესო ძეგლები გვაქვს და ასე შემდეგ.
ახლა კი გაგაცნობთ: საქართველოს მდებარეობას,იმას რომ
ძალიან საინტერესო ადგილას მდებრეობს, რელიეფსა და ჰავას, რა რელიგიის ხალხი ცხოვრობს,
ასევე დავწერ მის ძალიან საინტერესო და მრავალფეროვან ბუნებრივ რესურსებზე და თითოეულის
განვიხილავ და კულტურულ ტურიზმს.
მდებარეობა
საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გასაყარზე,
კერძეოდ, კავკასიაში. დასავლეთიდან მას ესაძღვრება
შავი ზღვა, ჩრდილოეთით-რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით - აზერბაიჯანი, სამხრეთით
სომხეთი და თურქეთი.
საქართველო იმ უძველეს სატრანსპორტო გზაჯვარედინზე მდებარეობს,
რომელიც აკავშირებდა და აკავშრებს ჩრდილოეთისა და სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის
ქვეყნებს. სწორედ მასზე გადიოდა ევროპა-აზიის სატრანსპორტო მაგისტრალი-ძველი აბრეშუმის
გზა.
საქართველო შავი ზღვით უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო ბოსფორისა
და დარდანელის სრუტეებით-ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს. გიბრალტარის სრუტით შესაძლებელია
კავშირი მთელს მსოფლიოსთან, მდინარე დუნაის მეშვეობით კი-აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპის
ქვეყნებთან.
გეოტექტონიკური
თვალსაზრისით, საქართველოს ალპურ - ჰიმალაური დანაოჭების ვრცელ სარტყელში ცენტრალური მდებარეობა უკავია. იგი
იწყება ატლანტის ოკეანის სანაპიროებიდან და
მოიცავს ხმელთაშუა და
შავი ზღვების მიმდებარე მთიან ნაწილებს, წინა აზიასა და ჰიმალაის მთიანეთს.
ცნობილია, რომ სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებს შორის საზვარი მიუყვება კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს, რის
გამოც საქართველო მდებარეობს სუბტროპიკულ კლიმატური სარტყლის უკიდურეს ჩრდილო ნაწილში.
საქართველოში ჩამოყალიბებულია სუბტროპიკული კლიმატური სარტყლის ჰავის თითქმის ყველა ტიპი - ნოტიო სუბტროპიკული, ზომიერად ნოტიო, ზომიერად მშრალი და
მშრალი-კონტინენტური. ეს
განპირობებულია მისი სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატური სარტლების მიჯნაზე მდებარეობით, ასევე ბუნებრივი ბარიერების - კავკასიონისა და სამხრეთ მთიანეთის არსებობითა და
შავი ზღვის გავლენით.
ევროპა-აზიის შემაერთებელ კავკასიის ყელზე მდებარეობის გამო საქართველოში ერთმანეთს ემიჯნება განსხვავებული ფლორისტული და
ფაუნისტური არეალები. დასავლეთ საქართველოს ბარის ბუნებრივი პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება აღმოსავლეთ საქართველოს ბარისაგან, კავკასიონის მთიანეთის ბუნება კი
- საქართველოს სამხრეთ მთიანეთისბუნებრივი პირობებისაგან.
საქართველოს ბუნების შემადგენელი კომპონენტები სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაირად არიან დაკავშირებული და როგორც თვისობრივად, ისე სამეურნეო გამოყენების მიხედვით, განსხვავებულ ბუნებრივ კომპლექსებს ქმნიან. საქართველოში ბარისა და
მთის კლასის 11 ძირითადი ბუნებრივი ლანდშაფტი გამოიყოფა.
ეკონომიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით,
საქართველო
ევროპისა
და
აზიის
შესაყარზე
მდებარეობს
და
ოდითგან
დასავლეთისა
და
აღმოსავლეთის
ცივილიზაციების
დამაკავშირებელ
ხიდს
წარმოადგენდა,
შავიზღვისპირა
მდებარეობა
კი
მას
დიდ
უპირატესობას
ანიჭებს სამხრეთ კავკასიის სხვა
სახელმწიფოებთან
(აზერბაიჯანი
და
სომხეთი)
შედარებით.
საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული
მდებარეობა
ამჟამად
მეტად
ხელსაყრელია. საბჭოთა კავშირში ყოფნისას
იგი
სატრანსპორტო
"ჩიხში" იყო და
მსოფლიოს
ქვეყნებთან
ურთიერთობა
მხოლოდ მოსკოვის გავლით
ხორციელდებოდა.
დამოუკიდებლობის
მოპოვების
შემდეგ
ქვეყანამ
პრაქტიკულად
სატრანსპორტო
გზაჯვარედინის
ფუნქცია
შეიძინა.
საქართველოს ხელსაყრელი
სატრანსპორტო-გეოგრაფიული
მდებარეობის
მნიშვნელობა
კიდევ
ერთხელ
მას
შემდეგ
დადასტურდა
და
გაიზარდა,
როცა
საფუძველი
ჩაეყარა ბაქო-სუფსისა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენების
მშენებლობას.
1998 წელს ბაქოში ხელი
მოეწერა
საერთაშორისო
ხელშეკრულებას
ევროპა–კავკასია–აზიის
სატრანსპორტო
დერეფნის
შექმნის
თაობაზე,
რომელიც
დასავლეთ
ევროპასა
და
აღმოსავლეთ
აზიას
დააკავშირებს
კავკასიისა
და
შუა
აზიის
გავლით.
ამ
დერეფანს
შემოკლებით
"ტრასეკას" უწოდებენ. მას
ასევე
იხსენებენ,
როგორც
ახალი
"აბრეშუმის გზა"
ასევე აღსანიშნავია,
საქართველოს
ხელსაყრელი
რეკრეაციულ-გეოგრაფიული
მდებარეობა,
რადგანაც
იგი
მნიშვნელოვან
ტურისტულ-რეკრეაციულ
არეალებს
- კავკასიონსა დაშავიზღვისპირეთს შორისაა
მოქცეული.
ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა
მეზობელ
ქვეყნებში
არსებული
პოლიტიკური
და
ეკონომიკური
ვითარებით
ფასდება.
საქართველოს გეოპოლიტიკური
მდებარეობა
განისაზღვრება
მისი
ურთიერთობებით
უშუალო
მოსაზღვრე
და
არამოსაზღვრე
ქვეყნებთან,
აგრეთვე,
ამ
ქვეყნებში
არსებული
პოლიტიკური
და
ეკონომიკური
სიტუაციებით.
საქართველოს მეზობელ
ქვეყნებად
ითვლება
მისი
უშუალო
მოსაზღვრე
და
მეტნაკლებად
დაშორებული
სახელმწიფოები.
მათი
უმრავლესობა
საბჭოთა
კავშირის
რესპუბლიკებია,
დანარჩენები
კი
- ყოფილი სოციალისტური და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები.
მათ
შორის
მხოლოდ
ერთადერთი
სახელმწიფო
- თურქეთია ნატოს წევრი
ქვეყანა.
საქართველოს გეოპოლიტიკური
სივრცე ქრისტიანული და მუსულმანური რელიგიების
გავრცელების
არეალია,
ამავე
დროს,
მეტად
მრავალფეროვანი
ეროცნული
შემადგენლობით
გამოირჩევა.
აქ
მცხოვრები
ხალხები
4 ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნება.
ამრიგად, შეიძლება
ითქვას,
რომ
საქართველოს
მეტად
ხელსაყრელი
გეოგრაფიული
მდებარეობა
ჰქონდა
და
აქვს,
რაც
განაპირობებს
მის
ეკონომიკურ
განვითარებას
და
საერთაშორისო
პოლიტიკურ
და
სოციალურ-ეკონომიკურ
პროცესებში
ჩართვას.
Subscribe to:
Posts (Atom)